"კორალაინის ბანქოზე მუშაობის პროცესი ჩემთვის უზომოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო" - რუსკა მექვაბიძე
გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი მოწინავე სფეროა იმ მიმართულებებს შორის, რომლებიც გარკვეულ „ცრურწმენებთან“ ასოცირდებიან. ამ შემთხვევაში, იგულისხმება შეხედულება, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შესწავლა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც ხატვის ნიჭით გამოირჩევიან.
გაგიზიარებთ სმარტ აკადემიის გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, რუსკა მექვაბიძის შთაბეჭდილებას, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ეს შეხედულება ნამდვილად მითების კატეგორიას მიეკუთვნება.
„გრაფიკული დიზაინის შესწავლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ჩემთვის საინტერესო პროფესიაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ხატვა არ მეხერხება, გრაფიკული დიზაინი მაძლევს საშუალებას საკუთარი თავი გამოვხატო და ის, რაც წარმოსახვაში მაქვს, სამყაროსაც გავუზიარო.“ - ამბობს რუსკა.
გრაფიკული დიზაინის კურსი, სმარტ აკადემიაში, რომელიც მოიცავს 18 შეხვედრას (36 საათი), ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ დაიწყოს სწავლა ნულიდან, მიიღოს საბაზისო ცოდნა, რომელიც სხვადასხვა გრაფიკული ელემენტებისა და ილუსტრაციების შექმნაში დაეხმარება.
კურსის განმავლობაში, სტუდენტებს აქვთ მრავალფეროვანი დავალებები, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, წარმატებული სტუდენტები, რომლებიც 90+ ქულას იღებენ, ერთვებიან კურსით გათვალისწინებულ პრაქტიკებში.
რუსკა მექვაბიძემ, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა, რომ პრაქტიკებში ჩართულიყო, ერთ-ერთი დავალების ფარგლებში შექმნა ილუსტრაციები სათამაშო ბანქოსთვის, რომლის ინსპირაციის წყაროც „კორალაინი“ გახდა.
“კორალაინი არის პატარა გოგონა, რომელიც საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის მშობლებთან ერთად. ის თავს მოწყენილად და ყველასგან მივიწყებულად გრძნობს. თავგადასავლების ძიებაში აღმოაჩენს პატარა კარს სახლში, რომელსაც ის პარალელურ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელშიც მისი ყველა ოცნება ხდება. თუმცა, ყველას, მათ შორის მის მშობლებსაც, თვალების ნაცვლად ღილები აქვთ.
როდესაც მისი “სხვა დედა" კორალაინს ამ სამყაროში სამუდამოდ დარჩენას შეთავაზებს, გოგონა უარს იტყვის და სწორედ, ამ დროს მიხვდება თუ რა იმალებოდა ''იდეალური'' სამყაროს მიღმა.
“კორალაინი“ ჩემი საყვარელი ანიმაციაა ღრმა ბავშვობიდან, რომელსაც დღესაც სიამოვნებით ვუყურებ. ჩემი აზრით, ამ პროექტს აქვს პრაქტიკული განვითარების პერსპექტივა. კორალაინის ბანქოზე მუშაობის პროცესი ჩემთვის უზომოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა, პროცესში სირთულეებსაც წავაწყდი, რადგან იმხელა გამოცდილება არ მქონდა, როგორც ახლა, თუმცა ამისგანაც ერთგვარ სიამოვნებას ვიღებდი“- გვიყვება რუსკა.
პრაქტიკების პროცესში სტუდენტები კიდევ უფრო მეტად ხვეწენ და ავითარებენ თავიანთ უნარებს რეალურ პროექტზე მუშაობისას. ეს პროცესი ყოველთვის გამოწვევებითა და კრეატივით არის სავსე.
“საინტერესო პროცესი იყო პრაქტიკების პერიოდი, რომელიც მრავალფეროვანი დავალებებითა და პროექტებით იყო დატვირთული. ამ პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე, გვასწავლიდნენ და გვაფასებდნენ მენტორები, რომელთა დამსახურებითაც ვისწავლეთ ნამუშევრების დახვეწა, ბრიფების და რეფერენსების სწორად გაგება და გადმოცემა; საკუთარი ცოდნის ობიექტურად შეფასება, მოკლე პერიოდებში შესამჩნევი შედეგის დადება. არც კორალაინი იყო გამონაკლისი, მათი რჩევებისა და „ფიდბექების“ დამსახურებით, იმაზე კარგი გამოვიდა ბანქოს პროექტი, ვიდრე ველოდი“.- აღნიშნავს რუსკა.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსკა დღემდე წარმატებით აგრძელებს გრაფიკული დიზაინის მიმართულებით საქმიანობას და არაერთი საინტერესო პროექტი თუ ნამუშევარი შექმნა.
იხილეთ რუსკას სხვა ნამუშევრები აქ: https://www.behance.net/ruskamekvabidze1
თუ შენც გინდა, რომ დაეუფლო ისეთ საინტერესო და მოთხოვნად სფეროს, რომელიც საშუალებას მოგცემს შენი ფანტაზია რეალობად აქციო და იმუშაო საინტერესო პროექტებზე, მოასწარი რეგისტრაცია გრაფიკული დიზაინის კურსზე.